უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ამასთან კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს.
უკრაინაში, 25 სექტემბერს სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ეკიპაჟის გარდა თვითმფრინავში უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო კომისია შეიქმნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
