"უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გაზაფხულზე 40 მილიონი უკრაინელიდან 100-დან 300-მდე იყო ინფიცირებული. ამჟამად კი COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3 000-ს აღწევს. სამწუხაროდ, უკრაინაში კორონავირუსის მეორე დაიწყო," - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს უკრაინაში კორონავირუსის 3 372 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
