ევროკავშირის ულტიმატუმი ლუკაშენკოს - წასვლის ბოლო ვადა დადგენილია
“ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დრო ნოემბრის დასაწყისამდე მისცა.
ორგანიზაციის ოფიციალური მოთხოვნით, ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტი მის შემდგომ ინაუგურაციამდე უნდა დატოვოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” იუწყება. ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მე-5 ვადა 5 ნოემბერს იწურება - 2015 წლის 5 ნოემბერს პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დაწყებისას მისი ინაუგურაცია ჩატარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირის ულტიმატუმი ლუკაშენკოს - წასვლის ბოლო ვადა დადგენილია.
“როდესაც 5 ნოემბერს მოქმედი ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრე ლოუკაშენკოს პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტად მის აღიარებას შეწყვეტს”, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, წარმომადგენლობითმა და საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირდა ლუკაშენკოს წინააღმედ დადგენილ სანქციებს. სანქციები შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დაკავშირებულია აგვისტოს დასაწყისში ბელარუსში ჩატარებული “არჩევნების ფალსიფიკაციაში და იმ რეპრესიებში, რომელიც თან სდევდა ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტად გამოცხადებას”. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, იუწყება “როიტერსი”. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმათა 80% მიიღო. 9 აგვისტოს, საარჩევნო ოლქების დახურვის შემდეგ, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივებმა ქუჩებში გამოსვლა დაიწყევს პროტესტის ნიშნად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიტინგები მომდევნოი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდა. ბელარუსში რამდენიმე დღის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, ათობით ადამიანი დააკავეს... 10 აგვისტოს აქციაზე 34 წლის ბელარუსში მცხოვრები ალექსანდრე ტარაიკოვსკი გარდაიცვალა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრაციის დაშლისთვის სპეცსამსახურების თანამშრომლების მისვლის შემდეგ მამაკაცმა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა, მაგრამ “ხელში აუფეთქდა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შედეგად გარდაიცვალა”. მეორე მსხვერპლი იყო 25 წლის მამაკაცი, თუმცა, ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი გარდაცვალება დაკავშირებულია თუ არა ლუკაშენკოს პოსტიდან წასვლის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებთან...”- დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
