რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციაში იმპორტირებული კალმარის შეფუთვაში ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს.
ზღვის პროდუქტი, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს რუსეთიდან იყო იმპორტირებული და ქალაქ ფუიუში ჩანჩუნის გავლით შეიტანეს.
ჩინეთის საბაჟოებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ისინი იმპორტს ერთი კვირით შეაჩერებენ, ხოლო, თუ გაყინული ზღვის პროდუქტების ერთ მესამედში COVID-19-ის არსებობა დადასტურდება, იმპორტი ერთი თვის განმავლობაში შეჩერდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
