თურქეთში გიულენის მოკავშირეობის ბრალდებით 94 სამხედრო დააკავეს
თურქეთში 94 ყოფილი თურქი სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრეს, რომლებსაც ფეთულა გიულენის მოკავშირეობა ედებათ ბრალად.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Sabah ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის არიან არმიის ყოფილი მეთაურები, ლეიტენანტები, ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სერჟანტები.
ფეთულა გიულენი თურქეთიდან ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გახიზნული სასულიერო ლიდერია, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას მშობლიურ ქვეყანაში ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციასა და სასამართლო სისტემაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
