დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადეს - CNN
აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ამ კვირის დასაწყისში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი პაკეტი ამოიღეს, რომლიც შხამიან ნივთიერება რიცინს შეიცავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში გაგზავნილი ყველა პაკეტი წინასწარ შემოწმებას გადის. ნივთიერება რიცინის არსებობის დასადასტურებლად პაკეტს ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა.
ამ დროისათვის მომხდარს FBI-სა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები იძიებენ.
პრეზიდენტ ტრამპისადმი გაგზავნილი შხამიანი ნივთიერება რიცინი ღებინებას, შინაგანი სისხლდენას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო