ისრაელში საყოველთაო კარანტინი იწყება
დღეს, 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 14:00-დან, ისრაელში საყოველთაო კარანტინი იწყება, რომელიც სამი კვირის განმავლობაში, 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მუშაობას წყვეტს: სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, სადაც პირველადი მოხმარების ნივთები არ იყიდება, სპორტული დარბაზები, აუზები, სასტუმროები, პლიაჟები, სილამაზის სალონები და ბარბერ-შოპები. შეზღუდვები ეხება რესტორნებსაც, რომლებიც მხოლოდ სახლში მიტანის სერვისით იმუშავებს.
შეზღუდულია ქალაქებს შორის მიმოსვლა. მოქალაქეებს სახლიდან 500 მეტრის მოშორებით გადაადგილება ეკრძალება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რიცხვი ორჯერ შემცირდება.
სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა მუშაობა 17 სექტემბერს შეაჩერეს.
ამასთან, შეზღუდვები არ ეხება საჰაერო მიმოსვლას, თუმცა ბენ-გურიონის აეროპორტი მიიღებს მხოლოდ იმ რეისებს, რომლებმაც შესაბამისი ნებართვა მიიღეს. მგზავრებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიემართებიან, ტერმინალში გაფრენამდე 4 საათით ადრე გამოცხადება მოუწევთ.
სახელმწიფო და კერძო კომპანიები ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების დაცვით მუშაობს, თუმცა ვიზიტორთა მიღება იკრძალება. ამასთან, სახელმწიფო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს პოლიკლინიკები, აფთიაქები და სამედიცინო ლაბორატორიები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
