ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს -The New York Times
ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ The New York Times-ი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს და გამოჯანმრთელებისთანავე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
„ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. მას შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს,“- აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.
ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
