ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსენს
ბერლინის კლინიკის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და მან საწოლიდან ადგომაც შეძლო.
ნავალნი ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.ბერლინის კლინიკის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და მან საწოლიდან ადგომაც შეძლო. ნავალნი ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.
ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადებაში საავადმყოფო წერს, რომ "ის ამჟამად მობილიზაციას გადის, შეუძლია მოკლე დროში დატოვოს საკუთარი საწოლი".
10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი გონს მოვიდა და მას საუბარი შეუძლია.
შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ალექსეი ნავალნის საკითხი და მისი ნოვიჩოკით მოწამვლა დაადასტურეს. მისი გუნდი ირწმუნება, რომ ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოიწამლა, კრემლი კი ბრალდებას უარყოფს და საქმეს იძიებს.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
