საფრანგეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა.
ერთ დღეში ინფიცირების 10 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის 373 911 შემთხვევაა დადასტურებული. 30 910 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 17 ბოლო 24 საათში.
ამ დროისათვის, საფრანგეთში კორონავირუსისგან 89 059 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 253 942 კვლავ მკურნალობს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
