ოთხ ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება - გაერო-ს გენერალური მდივანი
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეიარაღებული კონფლიქტები 4 სახელმწიფოსათვის შიმშილის საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Excelsior ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, იემენის, ნიგერიისა და სუდანის შესახებ.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში სურსათის უქონლობის საკითხი COVID-19-ის ეპიდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება. გუტერეშის თქმით, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლები გაუარესდა სომალის, ბურკინა ფასოს, ავღანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვისაც. შედეგად, საფრთხის წინაშე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე აღმოჩნდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
