"კატასტროფას გამოიწვევთ” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საბერძნეთს ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დღეს მორიგი პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. ეს იყო ნამდვილი “საბრძოლო” ტონი და საკმაოდ მკაფიო მუქარა საბერძნეთის მიმართ.
“თუ საბერძნეთს უნდა ფასის გადახდა, მოვიდეს და დაგვიპირისპირდეს. თუ ამის გამბედაობა არ აქვს, მაშინ ჩვენი გზიდან გადავიდეს. ჩვენ არ ვსწავლობთ წარსულიდან და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება სამხედრო დონეზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეგეოსის ზღვაში და შავ ზღვაში მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. არ ვაპირებთ იმის დათმობას, რაც ჩვენ გვეკუთვნის.
გაფრთხილებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომებს, თორემ კატასტროფას გამოიწვევთ,” -განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი არ არის ქვეყანა, რომლის მოთმინება და უნარები ვინმემ უნდა გამოსცადოს და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს:
“თუკი რაიმეზე ვამბობთ, რომ გავაკეთებთ, ამას ნამდვილად ვგულისხმობთ და გავაკეთებთ ნებისმიერ ფასად. თუ არ გაქვთ გამბედაობა, უნდა გახვიდეთ ჩვენი გზიდან და გვაცადოთ ჩვენივე საქმის კეთება.”
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
