"ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრეს ზომებს მივმართავთ" - ლუკაშენკო
"როგორც ჩვენ ველოდით, ყველაფერი ყვავილების რევოლუციის გეგმის შესაბამისად მიდის, შიდა პოლიტიკური ვითარების აგიტაციით.
სიტუაციის ორიგინალურობა და თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან დიდია გარე ფაქტორის გავლენა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
გამოცემა "ბელტას" ცნობით, პრეზიდენტი დღეს გროდნოს მახლობლად, სამხედრო მომზადების ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ვიქტორ ხრენინს შეხვდა და ბელარუსის საზღვრებზე არსებული ვითარება განიხილა.
პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამხედრო ძალების მხარდაჭერა აშკარაა, ვინაიდან მათი ჯარები ბელარუსის საზღვრებისკენ მიემართებიან. ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები უკვე პირდაპირი ჩარევაა ბელარუსის შიდა პოლიტიკაში, რაც დაუშვებელია.
ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრს და დასავლეთის საოპერაციო სარდლობის კომენდანტს დაავალა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა ზომას მიმართონ და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრესი ზომებიც გამოიყენონ.
"ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრეს ზომებს მივმართავთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო