ექიმის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
ქალაქ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
მისივე თქმით, დიაგნოზის დადგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ამჟამად სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი,“- აღნიშნა კალინიჩეკომ.
შეგახსენებთ, ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა.
„დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა“, - დაწერა იარმიშმა „ტვიტერში“.
მომდევნო პოსტში მან განმარტა, რომ რუსი პოლიტიკოსი კვლავ უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
