"აქციის მონაწილეები გესტაპოსავით იქცევიან, ჩვენ მათ მოვუვლით"
ალექსანდრ ლუკაშნეკოს თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა საწარმოსთან იკრიბებიან, თანამშრომლებს აგრესიულად ექცევიან.
ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ რეგიონების ხელმძღვანელი პირები.
„ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაში სირთულეები რჩება. ჩვენ ამას ვხედავთ. დამშვიდება არ შეიძლება. მათ, ვისაც ჩვენი მოთაფლვა სურთ, არ გამოუვათ“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.
მისივე თქმით, მთავრობა შეშფოთებულია, რადგან ისმის მუქარები სამხედრობის, მილიციონერების, სპეცსამსახურების თანამშრომლების, სახელმწიფო მოხელეებისა და მედიის წარმომადგენლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
„თავს ესხმიან მთავრობის წევრებსაც. თქვენ ნახეთ, როგორ მოექცნენ მიტინგის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრს. თავდასხმები და მუქარა შეინიშნება ქარხნებისა და ფაბრიკების თანამშრომლების წინააღმდეგაც. მათ სამუშაოზე მისვლა და სამსახურიდან გასვლა აგრესიული ხალხის მიერ მოწყობილი დერეფნის გავლით უწევთ. ისინი გესტაპოსავით იქცევიან. მე მინდა მადლობა ვუთხრა მუშებს და ვურჩიო, ნუ იქცევიან მორიდებულად და თვალებს ნუ დახრიან. თქვენ, მუშები ხართ ქარხნის ბატონ-პატრონები. ამ მომიტინგეებს ჩვენ მოვუვლით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
