მედია მინსკში დაღუპული დემონსტრანტის გარდაცვალების კადრებს ავრცელებს
სააგენტო Associated Press ბელარუსის დედაქალაქში დაღუპული, ანტისამთავრობო აქციის მონაწილის გარდაცვალების კადრებს აქვეყნებს.
ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცრაზმთან დაპირისპირების დროს, მომიტინგემ დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის სამართალდამცველებისაკენ სროლა სცადა, რა დროსაც ის აფეთქდა და მომიტინგე გარდაიცვალა.
თუმცა, აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს გარდაცვლილის ოჯახი. დაღუპულის მეუღლის განცხადებით, გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ მისი გარდაცვალების მთავარი მიზეზი გულმკერდის ღია ჭრილობაა.
ვიდეოკადრებში, რომელიც მედიაში ვრცელდება ნათლად ჩანს წითელი ნათება, რომელიც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წარმოადგენს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
