"ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში" -გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს.
„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში,"- წერია პრემიერ-მინისტრის ტვიტში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
