ერთი საუკუნის შემდეგ რეჯეფ ერდოღანი სევრის ხელშეკრულების მიმართ შურისძიებას იწყებს
თურქეთის პრეზიდენტი სევრის ხელშეკრულების წინააღმდეგ...
ფრანგულმა პოპულარულმა და გავლენიანმა გაზეთმა „ლე მონდ“-მა («Le Mond») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ერთი საუკუნის შემდეგ რეჯეფ ერდოღანი სევრის ხელშეკრულების მიმართ შურისძიებას იწყებს“, რომელშიც თურქეთსა და ლიბიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიის მიხედვით, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსა და ლიბიის პრემიერ-მინისტრ ფაიეზ სარაჯს შორის დადებული შეთანხმებები „უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში და ხმელთაშუა ზღვაში სტრატეგიულ საკითხებს ეხება, ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს წარმოადგენენ.
სტატიის ავტორიების - მარი ჟეგოსა და ალან კავალის აზრით, რეჯეფ ერდოღანი ნეოოსმანური იდეებით არის სეპყრობილი და ყველანაირად ცდილობს ყოფილი ოსმალეთის იმპერიის „დიდება“ აღადგინოს. საგულისხმოა, ლიბია პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა. ომში ოსმალეთის იმეპერიის დამარცხების შემდეგ კი ანტანტამ სულთანთან 1920 წლის 10 აგვისტოს, ასი წლის წინ, საფრანგეთის ქალაქ სევრში ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვით, იმპერია დაიშალა და მისი ტერიტორია გამარჯვებულმა ქვეყნებმა დაინაწილეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რეჯეფ ერდოღანმა და ფაიეზ სარაჯიმ სტამბოლში 2019 წლის ნოემბრიდან, 2020 წლის თებერვალს შორის ოთხი შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გაფორმებული მემორანდუმით, რეჯეფ ერდოღანმა სევრის ხელშეკრულებას ბოლო მოუღო - ფაქტიურად, აღადგინა თავისი გავლენა ლიბიაზე.
„ლე მონდი“ ყურადღებას აია-სოფიას ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთების თარიღზე, 24 ივლისზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ეს თარიღი შემთხვევითი კი არაა, არამედ მიზანმიმართულს წარმოადგენს, რადგან სწორედ 97 წლის წინ 24 ივლისს გაფორმდა ლოზანის ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვით, მუსტაფა ქემალმა ნაწილობრივ აღადგინა და თურქეთს დაუბრუნა სევრის ხელშეკრულებით დაკარგული ტერიტორიები.
მოამზადა სიმონ კილაძემ
https://www.trt.net.tr/georgian/t-urk-et-i/2020/08/03/le-mondi-erdog-ani-sevris-xelshekrulebis-shurisz-iebas-ig-ebs-1466114
https://www.lemonde.fr/international/article/2020/07/31/turquie-revanche-sur-le-traite-de-sevres_6047822_3210.html
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
