აშშ-ში კორონავირუსის გამოსავლენი მოწყობილობა შექმნეს
ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს კომპაქტური მოწყობილობა, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანში COVID-19-ის არსებობის დაუყოვნებლივ გამოვლენა.
ეს მინიატურული მოწყობილობა, სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულასთან ურთიერთქმედებისას, იძლევა სხვადასხვა ფერის სინათლის სიგნალს. ხოლო ამ მონაცემების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ადამიანის სისხლში კორონავირუსის გამოვლენა.
მეცნიერებმა ასევე შეძლეს მოწყობილობის კალიბრირება იმგვარად, რომ მას შეუძლია ვირუსული ინფექციის ანტისხეულებისაგან (რომელიც ადამიანის სისხლში დაავადების გადატანის შემდეგ არის) გარჩევა. მოწყობილობის ზედაპირი დაფარულია სპეციალური რეაგენტებით, რომლებიც რეგირებენ კორონავირუსზე. მისი აღმოჩენის შემდეგ, ხელსაწყო ცვლის ინდიკატორის ფერს. ტესტის დასამუშავებლად ძალიან ცოტა დროა საჭირო.
ავტორების აზრით, ამ მოწყობილობის საშუალებით ჯანდაცვის სპეციალისტებს ტესტირების ჩატარება შეეძლებათ საველე პირობებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს. მოწყობილობის საშუალებით ტესტირების ჩატარება მოხდება სწრაფად და აღარ იქნება საჭირო დროის დაკარგვა ნიმუშების გადასაგზავნად ლაბორატორიაში. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება კარანტინში მოსათვასებელი ადამიანების გამოვლენა და მათი კონტაქტების მიდევნება.
მკვლევარები და ავტორები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის წარმოებაში ჩაშვება მალე მოხდება.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
