სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 39 050-მდე გაიზარდა
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 209 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 39 050-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 754 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 228 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
29 750 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 318 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 166 701 ტესტი ჩატარდა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
