ტრამპის განცხადებით, აშშ-მა რემდესივირის მსოფლიო მარაგის 90% შეისყიდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრეპარატ "რემდესივირის" მსოფლიო მარაგის 90% შეიძინა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარასკევს გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
მანამდე, ივლისის დასაწყისში, Guardian-ის ბრიტანული გამოცემა იუწყებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა კალიფორნიული ბიო-ფარმაცევტული კომპანია Gilead Science–ის მიერ წარმოებული პრეპარატის "რემდესივირის" დიდი მარაგი შეისყიდა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება COVID-19–ის სამკურნალოდ.
გამოცემის ცნობით, მთელს მსოფლიოში წამლის პირველი 140 ათასი დოზა გაიყიდა. შეერთებულმა შტატებმა იყიდა დაახლოებით 500 ათასი დოზა, რაც წარმოადგენს წამლის მარაგის დაახლოებით 90%-ს. ამრიგად, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სხვა ქვეყნების წვდომა მედიკამენტებზე.
ანტივირუსული წამლის რემდესივირის ადრეულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა, რომელიც თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, დაადასტურა, რომ წამალი ინფიცირებულ პაციენტებზე დადებით გავლენას ახდენს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
