"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის სენსიტიური საკითხია"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია,“- აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია 12 ივლისს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
