მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან განკურნებულთა რაოდენობა 9 116 460-მდე, დაღუპულთა რიცხვი კი - 619 609-მდე გაიზარდა.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ხუთეულში შედიან : აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.
„როიტერსი“ წერს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დაახლოებით 15 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონამდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონით, 13 მილიონიდან 15 მილიონამდე, ბოლო 8 დღის განმავლობაში გაიზარდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა უხანში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
