ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მკაცრი ზომებით დაემუქრა ყველა გარე ძალას, მათ შორის რუსეთსა და უცხო ქვეყნის მთავრობებს, ვინც ამერიკის არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
ბაიდენის თქმით, მას არ სურს რუსეთთან, ან სხვა ქვეყნებთან ვითარების გამწვავება, მაგრამ აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის შემთხვევაში, მის რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება. ბაიდენის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, იგი ყველა უფლებამოსილებას გამოიყენებს საპასუხო ზომების მისაღებად: გაასაჯაროებს კიბერთავდასხმისა და კორუფციის ფაქტებს და გაამკაცრებს სანქციების პოლიტიკას.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის წინა არჩევნებში ჩაერია და გამორიცხული არ არის იგივე გაიმეორეს ახლაც.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის ნოემბერში გაიმართება, სადაც ერთმანეთს რესპუბლიკელების კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
