აშშ-ში კორონავირუსის 77 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 77 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, აშშ-ში კოვიდ 19-ს კიდევ 969 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხმა 138 000-ს გადააჭარბა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დღიურმა ზრდამ, შესაძლოა, 100 000-ს მიაღწიოს, თუკი ამერიკელები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად არ გაერთიანდებიან.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
