"ჯანმო-მ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება"
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება.
„ის სრულყოფილი ორგანიზაცია არაა. მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსურს, ეს შეცდომები გასწორებული ვიხილო. მსოფლიოს ჯანმო კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან გასამკლავებლად სჭირდება,“- განაცხადა ფაუჩიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
„იმედი მაქვს, აშშ-სა და ჯანმო-ს შორის არსებული დაძაბულობა მოგვარდება. ჯანმო მსოფლიოს სჭირდება როგორც კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან გასამკლავებლად, ასევე ჯანდაცვის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, 40 წელია ის ჯანმო-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ფიქრობს, რომ იქ ბევრი კარგი ადამიანია, მათ შორის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
შეგახსენებთ, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. ქვეყანამ ორგანიზაციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გაერო-ს ოფიციალურად უკვე აცნობა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
