გერმანიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
გერმანიაში, ქალაქ დიულმანის ცაზე ორი მსუბუქი ვერტმფრენი ერთამანეთს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Focus Online ავრცელებს.
მომხდარის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის დეპარტამენტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს ორივე პილოტი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
