ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. BBC-ის ინფორმაციით, მან ტესტი მას შემდეგ გაიკეთა რაც, ორშაბათს შესაბამისი სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.
აღსანიშნავია, რომ ჟაირ ბოლსონარუმ აქამდე კორონავირუსის ტესტი 3-ჯერ გაიკეთა, რა დროსაც თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.
ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო.
ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი იყო. ის კორონავირუსს „ერთ ჩვეულებრივ გრიპს“ უწოდებდა და მოსახლეობას მოუწოდებდა, ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინათ ცხოვრება.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდინფიცრებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 65 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლ
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
