ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიის დროს დაშვებული შეცდომების გამო თანამდებობა დატოვა
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა, დევიდ კლარკმა თანამდებობა კორონავირუსის დროს დაშვებული შეცდომების გამო დატოვა.
ყოფილმა მინისტრმა საკარანტინო პერიოდში ზომების დარღვევისთვის თავს ”იდიოტიც” კი უწოდა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს ტურისტისთვის საკარანტინო სივრცის დატოვების უფლების გამო ადანაშაულებენ, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
კლარკმა განაცხადა, რომ მისი მინისტრად ყოფნის პერიოდში, კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაფერი გააკეთა და დიდი ენერგია დახარჯა. თუმცა, ის პარლამენტში დეპუტატად დარჩენას გეგმავს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დევიდ კლარკს, დროებით, განათლების მინისტრი კრის ჰიპკინსი შეცვლის.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
