ცნობილია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები რუსეთში
რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.
ცნობილია, რომ ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 10.4%, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლების 70.8%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 28.1%.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმის ჩატარებას 22 აპრილს გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო რეფერენდუმი გადადო. რეფერენდუმის გამართვა პირველ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვის ნორმების გათვალისწინებით, ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დღეს კი ხმის მიცემის ძირითადი დღე იყო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
