ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს
კარანტინის გამოცხადება ჰებეის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდას უკავშირდება, თუმცა შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის. როგორც ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩინეთი ცდილობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა თავიდან აიცილოს და რამდენიმე ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაშიც კი მკაცრ ზომებს მიმართავს.
BBC-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა კვირას განაცხადეს, რომ ქალაქი ანქსინი სრულად დაიკეტებოდა და გაკონტროლდებოდა. საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებელ მუშაკებს აქვთ. სხვა შემთხვევაში კი,ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს უფლება სახლი დატოვოს მაღაზიაში ჩასასვლელად.
ანქსინი პეკინის სამხრეთ ნაწილთან 150 კმ-თაა დაშორებული. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და მიიჩნევენ, რომ ვირუსის შეჩერებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 7 ადგილობრივი გავრცელების შედეგია და ყველა მათგანი პეკინში დაფიქსირდა.

11 ივნისიდან დღემდე პეკინში 311 ადამიანია დაინფიცირებული. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ე.წ. ბაზრის კლასტერი. რაც შეეხება ქალაქ ანქსინს, როგორც ცნობილია, იქ ბოლო ორ კვირაში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 83 512 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
