ჩინეთში გრიპის ახალი ვირუსი აღმოაჩინეს "პანდემიური პოტენციალით"
ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც.
მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.
მეცნიერების განცხადებით, მას "ყველა ნიშანი" აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.
ვირუსი, რომელსაც მკვლევარები G4EAH1N1 უწოდებენ, აზიანებს სასუნთქ გზებს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.
პროფესორმა კინ-ჩო ჩანგმა, BBC-ის განუცხადა, რომ ახალი ვირუსი ახლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ინგორირებაც არ შეიძლება.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი