"სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოს იქნება" - ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ეფექტური ვაქცინის შექმნა დასრულდება.
წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ სხვა გადამდები დაავადებების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ვაქცინის შექმნამ ითამაშა.
„მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ეფექტური ვაქცინის შექმნით - საკითხავია, როდის მოხდება ეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. ვაქცინის შესაქმნელად კომპანიები რისკზე მიდიან - ეს ნიშნავს არა ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას, არამედ ფინანსური ხარჯების ზრდას, როდესაც მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე იწყება. თუ მათი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ დიდი რაოდენობის ვაქცინების გაყიდვას, თუმცა თუ ვაქცინა არაეფექტური იქნება, კომპანიები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, - განაცხადა ფაუჩიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
