" ჯონ ბოლტონის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომლებიც მედიაში გავრცელდა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს" - დონალდ ტრამპი
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომლებიც მედიაში გავრცელდა საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონის დარღვევაში დასდო.
ბოლტონი საკუთარ წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა“, წერს, რომ ტრამპი პოლიტიკურ ოპონენტებზე კომპრომატების მისაღებად უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, ამასთან 2020 წლის არჩევნებში ის დახმარებას ჩინეთის ლიდერს სთხოვდა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით უკმაყოფილო იყო. ბოლტონის საპასუხოდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ისეთი მკაცრი პოზიცია, როგორიც მას აქვს, ჯერ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია.
ტრამპის თქმით, ბოლტონი მატყუარაა და ის თეთრ სახლში ყველას ეზიზღებოდა.
ჯონ ბოლტონის წიგნის „ადგილი, სადაც ეს მოხდა - თეთრი სახლის მემუარები“- გამოცემა 23 ივნისისთვის იგეგმება. დონალდ ტრამპმა ის თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
