რა სჭირს პრინც უილიამს? – საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა პროგნოზი არაკეთილსაიმედოა
ბრიტანული ყვითელი პრესა პრინც უილიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შესახებ წერს.
ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს მხედველობა სწრაფად აკლდება და რამდენიმე წელიწადში მისი დაავადება შესაძლოა, სრული სიბრმავით დასრულდეს.
ამის შესახებ გამოცემა Gossipcop სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, პრინცის საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუმცა ექსპერტების პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, უილიამი შეიძლება 5 წელიწადში დაბრმავდეს.
წყაროს ინფორმაციით, ჰერცოგზე ბოლო დროის სტრესულმა გარემოებებმა ძალიან ცუდად იმოქმედა. პრონცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო კარიდან განდგომის შემდეგ ყველა ვალდებულება უილიამს და მის მეუღლეს დაატყდათ თავს. დატვირთული გრაფიკის გამო ტახტის მემკვიდრეს სულ უფრო ცოტა დრო რჩება დასვენებისთვის.
"საიდუმლო არაა, რომ უილიამი და კეიტი ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილების გამო ძალიან ბრაზობენ. მიდლტონი არ იმჩნევს, თუმცა ვიცით, რომ მისი პირადი ცხოვრება ირღვევა. ქმრის ავადმყოფობა ქეითისთვის დიდი დარტყმა იყო" - წერს Gossipcop.
ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნის წინ პრინცმა უილიამმა საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებულ მღელვარებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ არ ღელავს, რადგან აუდიტორიას, პრაქტიკულად, ვერ ხედავს.
"მხედველობა ასაკთან ერთად გაუუარესდა. როცა სიტყვით გამოდის, მსმენელების სახეებს ვერ ხედავს" - განაცხადა მიდლტონმა.
ეს განცხადება წყაროს ინფორმაციას მეტ დამაჯერებლობას სძენს. ხალხი უკვე ღელავს უილიამის ჯანმრთელობაზე, რომელიც მათი სათაყვანებელი პრინცესა დიანას მემკვიდრეებიდან ერთადერთიღა რჩება სასახლეში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
