ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი
ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი, - ამის შესახებ BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
„ყველას, ვინც მოსკოვის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციას სტუმრობს, სადაც ვლადიმერ პუტინი სტუმრებს იღებს, სპეციალური გვირაბის გავლა უწევს,“- წერს BBC-ი.
ცნობისათვის, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
