სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 663 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 667-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 269 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 გასული დღე-ღამის განმავლობაში.
ამჟამად 10 093 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. 6 214 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 82 324 ადამიანს ჩაუტარდა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
