აზერბაიჯანში 14-დან 16 ივნისის ჩათვლით კარანტინი გამკაცრდება
აზერბაიჯანის ხელისუფლება COVID-19-თან დაკავშირებით, 14-დან 16 ივნისის ჩათვლით კარანტინს გაამკაცრებს.
ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი იუწყება.
მუშაობას შეაჩერებს სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე იზღუდება ავტომობილების მოძრაობა. გამონაკლისს მხოლოდ სპეციალური დანიშნულების, საავარიო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და იმ ორგანოების (სტრუქტურების) მანქანები წარმოადგენენ, რომელთა საქმიანობა ნებადართულია. გამონაკლისში შედიან იმ მოქალაქეების ავტომობილებიც, ვინც ახლო ნათესავების დაკრძალვას ესწრება.
ამასთან 14 ივნისის 0.00-დან 16 ივნისის 6.00-მდე ბაქოსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების დატოვება ეკრძალება.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი იუწყება, რომ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ქვეყანაში 2020 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.
ასევე პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა შეზღუდვა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
