ესპანეთის მთავრობამ "ახალი რეალობის" შესახებ დეკრეტი მიიღო
ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა დეკრეტი, რომელიც საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებას დაარეგულირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზია (TVE) ავრცელებს.
დეკრეტი განსაზღვრავს ნორმებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ან წამლის შემოტანამდე იმოქმედებს.
ძირითადი მოთხოვნა 6 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვის დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაა. გამონაკლისია მხოლოდ ინვალიდობის მქონე პირები, რომლებსაც პირბადე სუნთქვას გაურთულებს. ნორმის დარღვევა 100 ევროთი დაჯარიმდება.
აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებების, ოფისებისა და საწარმოების ხელმძღვანელები კი ვალდებულები იქნებიან, თანამშრომელთა შორის დისტანცია დაიცვან.
დეკრეტი ესპანეთის ავტონომიურ რეგიონებს შორის ადამიანების მიმოსვლის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტი ძალაში 21 ივნისს შევა, როდესაც საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გაუქმდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
