იაპონია კოსმოსური ნარჩენების დამშლელ თანამგზავრს შექმნის
იაპონიის საჰაერო კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) ხელოვნური თანამგზავრის შემუშავება დაიწყო, რომელიც ე.წ კოსმოსურ ნარჩენებს, იგივე კოსმოსურ ნაგავს გაანადურებს.
ამის შესახებ იაპონური მედია NHK იუწყება.
სააგენტოს ცნობით, თანამგზავრის შექმნაზე კომპანია SKY Perfect JSAT და RIKEN-ის ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს.
სატელიტი კოსმოსურ ნარჩენებს ლაზერის სხივებით დაშლის, შემდეგ კი მას ატმოსფეროში გადაისვირს.
ამ დროისათვის, კოსმოსში 20 ათას ობიექტზე მეტი ნარჩენია, რომლის ზომაც 10 სანტიმენტრს აღემატება. დედამიწის ახლოს ორბიტაზე 750 000-მდე მცირე ზომის ობიექტი დაფრინავს.
მეცნიერთა მოსაზრებით, ტესტირების მიზნით, თანამგზავრის კოსმოსში გაშვება სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
