ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქმედი შემადგენლობით მთავრობა დაითხოვა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სახელმწიფო ტელევიზიის „ბელარუს 1“-ის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი უკვე მოაწერა.
მედიის ცნობით, ახალი შემადგენლობის მთავრობის საკითხი დღეს ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ბელარუსის საბჭოს თავმჯდომარე, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა 3 ივნისს გამოსცა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მიერ იმ გეგმაზე საუბარი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთავრობის ახალი შემადგენლობის მომზადებას ეხებოდა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ლუკაშენკომ, ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ცვლილებისას რევოლუცია არ მოხდება. მისივე თქმით, მინისტრთა მომავალი კაბინეტის რეფორმირება ნახევარი წლის წინ დაიწყო, როდესაც მთავრობაში ახალი მინისტრები მოვიდნენ. დღეს კი, მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მასშტაბური ცვლილებები საჭირო არ არის. ბელორუსის მინისტრთა კაბინეტს 2018 წლიდან სერგეი რუმასი ხელმძღვანელობდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
