ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის წარმოშობა უჰანის ბაზარს არ უკავშირდება
როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ საიდან წარმოიშვა კორონავირუსი.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს ქ. უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრის ნიმუშები. სწორედ აღნიშნული პროდუქტები მიიჩნეოდა დასნებოვნების წყაროდ. მათში მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს დაავადების კვალი. ამგვარად, ადამიანის კორონავირუსით დასნებოვნების პირველი შემთხვევა მოხდა არა ბაზარში, არამედ სადღაც კიდევ სხვაგან.
სპეციალისტებმა ასევე დაამტკიცეს, რომ ჩინეთში ვირუსით დასნებოვნების 13 პირველადი შემთხვევა არ უკავშირდებოდა ბაზარს.
მიუხედავად ამისა, ვერსია, რომ ვირუსი ადამიანს გადაეცა ღამურებიდან, უკვე დადასტურებულია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
