"თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის" - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთში ათასობით ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.
„როგორც წესი, მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით ნახევარი შემთხვევების გამოვლენა ხდება. მაშასადამე, თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის. აი, რატომ არის დამცავი ნიღბების ტარება აუცილებელი“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 7 774 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 98 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
