COVID-19-ის გამო აშშ-ს ავღანეთიდან ჯარები დაჩქარებულად გამოყავს
ავღანეთში ამ დროისთვის ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 8600-ს უახლოვდება.
ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირების პროცესი ივლისის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ვაშინგტონს ჯარისკაცები ქვეყნიდან დაჩქარებული წესით გამოყავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ავღანეთს, პირველ რიგში, დამხმარე პერსონალი და ის კონტინგენტი ტოვებს, ვინც კორონავირუსის ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან სამხედროების გონივრულ ვადაში დააბრუნებდა, თუმცა, კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
