ესპანეთში COVID-19-ით დაღუპულთა 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაცემად 10 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომ გააკეთა.
დროშები დაშვებული იქნება ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობასა და სამხედრო საზღვაო ძალების გემებზე.
ეს ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტრაური იქნება. უკანასკნელად ეროვნული გლოვის დღე ქვეყანაში 2017 წლის აგვისტოში, ბარსელონასა და კამბრილსეში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში 26 800 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 235 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
