საფრანგეთში СOVID-19-ის ექსპრეს-ტესტი მზად ივნისში იქნება
საფრანგეთის ბაზარზე კორონავირუსის დამდგენ სწრაფ ტესტს ივნისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.
ფრანგული კომპანიების კონსორციუმმა EasyCov რეაქტივების წარმოება უკვე დაიწყეს. ამის შესახებ განცხადება ბიოტექნოლოგიურმა მწარმოებელმა SKILLCELL-მა გააკეთა. პროცესში მონაწილეობა, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით, რამოდენიმე კომპანიამ და ლაბორატორიამ მიიღო.
ექსპრესტესტი, ანუ EasyCov ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობას 1 საათში ადგენს.
ტესტირებისთვის სპეციალურ ლაბორატორიული აღჭურვილობა არ არის საჭირო. პირის ღრუდან აღებული ნერწყვი ორ ამპულაში თავსდება. მათ 65 გრადუსამდე ათბობენ, რის შემდეგაც მათი შეფერილობის მიხედვით განისაზღვრება კორონავირუსზე დადებითი, ან უარყოფითი პასუხი.
ტესტირება საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ივნისის შუა რიცხვებიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი ფასი 20 ევრო იქნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
