კლუბების გახსნის შემდეგ სამხრეთ კორეაში ვირუსის ახალი აფეთქება გამოვლინდა
სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობა ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსით დასნებოვნების ახალის ტალღა, რომელიც სეულში ბარებისა და ღამის კლუბების გახსნას მოჰყვა.
შაბათს კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დასნებოვნების ახალი 18 შემთხვევის შესახებ განაცხადა. 17 ამ 18 შემთხვევიდან დაკავშირებულია 29 წლის მამაკაცთან, რომელიც იმყოფებოდა სეულის გასართობი რაიონის იტაევონის ღამის კლუბში.
ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს გამოავლინოს ამ რაიონის დაწესებულებების მუდმივი მომხმარებლები, რათა მათ ჩაუტარდეთ კორონავირუსზე ტესტირება და მოხდეს მათი თვითიოზოლაცია.
სეულის მერმა განკარგულებით, კვლავ დაიკეტა ქალაქის ყველა ბარი და კლუბი გაურკვეველი ვადით.
მთელი მსოფლიოს ექსპერტები დადებით შეფასებას აძლევენ სამხრეთ კორეის ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს დასნებოვნებულების იზოლაციას, მათი კონტაქტების აქტიურად დადგენას, სიტუაციის რეგულარულ შეფასებასა და მასობრივ ტესტირებებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
