აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში გადავიდა
კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, აშშ-ის მთავრობის სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს ხელმძღვანელობენ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ინფიცირების დაბალი რისკის მიუხედავად, კარანტინში გადავიდა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.
ოფიციალური ინფორმაციით, 79 წლის ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება.
ინფიცირებულთან კონტაქტი, ასევე, ჰქონდა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდს. ოფიციალური ინფორმაციით, ის თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს.
მესამე მაღალჩინოსანი კი საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის რწმუნებული სტივენ ჰანსია.
ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატის წევრსაც დაუდასტურდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
