მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 233 000-ია.
დაინფიციებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155 737-ია.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 24 543 და გამოჯანმრთელებულია - 137 984 ადამიანი.
ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 27 967 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 205 463, გამოჯანმრთელებულთა კი -75 945-ია.
დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 26 771 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 171 253-ია.
167 178 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა - 24 376, გამოჯანმრთელებულთა კი - 49 476-ია.
დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 163 009 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 623 და გამოჯანმრთელებულია 123 500 ადამიანი.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს