კორონავირუსით დასნებოვნებულების დისტანციური კონტროლი - ავსტრალიის ახალი პროექტი
ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია) უჩვეული პროექტი ჩაუშვეს - პირველი ვირტუალური ჰოსპიტალი COVID-19-ის პაციეტებისათვის.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ზომიერად გამოხატული სიმპტომებიან პაციენტებს წერენ სახლში სპეციალური დამკვირვებელი მოწყობილობით.
აღნიშნული მოწყობილობა თავის თავზე აიღებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და გადასცემს მედიკოსებს საკვანძო სასიცოცხლო მაჩვენებელბზე მონაცემებს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ექიმები შეძლებენ პაციენტის მდგომარეობის დინამიკაზე დისტანციურად დაკვირვებას. მდგომარეობის გაუარესების პირობებში, პაციენტს დააბრუნებენ ჰოსპიტალში.
პაციენტებზე გაცემული მოწყობილობა წარმოადგენს სენსორებისა და გადამცემის ერთობლიობას, რომელიც მაჯაზე უნდა დამაგრდეს. ის საავადმყოფოში გადასცემს გულისა და ფილტვების მუშაობის შესახებ მონაცემებს. თუ ტექნოლოგია კარგად იმუშავებს, მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება იგეგმება.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
